png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

კახა კალაძემ "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

  • საზოგადოება
  • 01.12.2020
  • 18:39
კახა კალაძემ "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე დეველოპერულ კომპანიებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად, "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხებზე სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებთან მორიგი ონლაინშეხვედრა გამართა.

სამშებლო-დეველოპერულ კომპანიებთან გამართული შეხვედრის მიზანი "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელი მშენებლობების, კერძოდ, სარემონტო ობიექტების დასრულებისთვის თანხების მობილიზების საკითხის განხილვა და შესაბამისი განაცხადების წარმოდგენის პროცედურებთან დაკავშირებით სამშენებლო სექტორის ინფორმირება იყო.

თბილისის მერიამ "ცენტრ პოინტის" დაუმთავრებელ მშენებლობებზე მუშაობა, კომისიის ფორმატში, 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო. შესაბამისმა კომისიამ "ცენტრ-პოინტის" 16 დაუმთავრებელი მშენებლობიდან 6 ობიექტზე სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ აღნიშნული 6 სამშენებლო ობიექტის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის მომზადდა ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა, ასევე, სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა, რომლის ფარგლებშიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებისთვის ტენდერი ჩატარდა.

ამ ეტაპზე, წინამოსამზადებელ სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "მეტტა". სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებელი გაგრძელებისთვის საჭიროა გარკვეული თანხების აკუმულირება.

შპს "ცენტრ პოინტ ჯგუფის" და მასთან აფილირებული კომპანიების დაუმთავრებელი მშენებლობების, მათ შორის, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების დასრულების საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, რადგან, შენობა-ნაგებობების დასრულებას და ექსპლუატაციაში მიღებას ელოდება ათასობით დაზარალებული პირი, მათ შორის, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან საცხოვრებელის არქონის გამო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, "ცენტრ პოინტის" სარემონტო-სამშენებლო ობიექტების დროული დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღებისთვის თანხების აკუმულურების მიზნით, მერია გამოთქვამს მზადყოფნას, მიიღოს და განიხილოს სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელთა წინადადებები მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge