ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 01.12.2020
- 22:31
ქაბულის უნივერსიტეტზე თავდასხმას 20 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.
ავღანეთის დედაქალაქში სროლა უნივერსიტეტის სიახლოვეს დაიწყო. მედიის ინფორმაციით, გაისმა აფეთქების ხმაც. რამდენიმე შეიარაღებული პირი შენობაში შეიჭრა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების რაზმი. მოგვიანებით ავღანეთის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ შენობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. სამართალდამცველებმა შენობიდან ასობით ადამიანი გაიყვანეს.
Tolo News-ის ინფორმაციით, აფეთქება და სროლა იმ დროს მოხდა, როდესაც უნივერსიტეტში ავღანეთისა და ირანის წარმომადგენლები წიგნის გამოფენას ხსნიდნენ და შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.