png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

  • ეკონომიკა
  • 03.12.2020
  • 13:23
საქართველოს ბანკი The Banker-ის მიერ საქართველოში წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა

საერთაშორისო გამოცემა The Banker- მა საქართველოს ბანკი "Bank of the Year Awards 2020" -ის გამარჯვებულად დაასახელა. ჯილდო ბანკს ქვეყნის მასშტაბით წლის საუკეთესო ბანკის კატეგორიაში მიენიჭა. მსოფლიოს წამყვანი ბანკები სტრატეგიული უპირატესობებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით შეფასდნენ.

The Banker-ის ჯილდოს მოსაპოვლებლად, ყოველწლიურად განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის განაცხადები ივსება, რაც გამოცემის მაღალ კვალიფიკაციასა და სანდოობაზე მეტყველებს. გამოცემა წლის საუკეთესო ბანკებს მსოფლიოს მასშტაბით 1926 წლიდან ავლენს.

"წლევანდელმა წელმა საბანკო სექტორი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით საჭირო პროდუქტისა თუ სერვისის უწყვეტ რეჟიმში მიწოდების პროცესში ინდუსტრიამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა. წელს შემფასებლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბანკები პანდემიის პირობებში მომხმარებლის საჭიროებების დაკმაყოფილებას და წარმატებულ ოპერირებას",- აცხადებენ The Banker-ში

"მოხარული ვართ ჯილდოს მიღებით და აღიარებით. მადლობა ამისთვის The Banker-ს. პირველ რიგში ეს გამარჯვება არის თითოეული იმ თანამშრომლის დაუღალავი შრომის დამსახურება, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მომხმარებელს ხარისხიან და საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს და ქმნის უკეთეს საქართველოს. მადლობა მომხმარებელს, რომ ირჩევს საქართველოს ბანკს და ამით გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ და 2020 წლის გამოწვევების მიუხედავად გავაგრძლოთ მათი მაღალი ხარისხის მომსახურება", - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge