ზესტაფონში ერთ-ერთ ოჯახში გვიან ღამით 4 ნიღბიანი პირი შეიჭრა
- სამართალი
- 06.12.2020
- 11:31
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოვრეთში ოთხი ნიღბიანი პირი გვიან ღამით ლილუაშვილების ოჯახში შეიჭრა. ისინი მუქარის ძალით თანხის წაღებას ცდილობდნენ.
ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, მათ წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ხმაური ატეხეს და დახმარება ითხოვეს, რის შემდეგაც მძარცველებმა, ჰაერში გაისროლეს და გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200