პარლამენტში შესვლას 7-მდე დეპუტატი აპირებს - ირაკლი ოქრუაშვილი
- პოლიტიკა
- 08.12.2020
- 13:51
პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას 7-მდე დეპუტატი აპირებს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ 7-მდე დეპუტატი შედის პარლამენტში. თან შედიან არა პირველ დღეს, არამედ ნელ-ნელა", - განუცხადა ფორმულას ოქრუაშვილმა.
პარლამენტში დეპუტატების გარკვეული ნაწილის შესვლაზე ოპოზიცია გუშინ ალაპარაკდა.