png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

  • საზოგადოება
  • 21.01.2016
  • 15:57
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ „საქართველოს კულტურის პალატასთან“, დავით კინწურაშვილის საქველმოქმედო ფონდ  „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზასთან“ და  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია საკრებულოს შენობაში გაიმართა. მემორანდუმებს ხელი ერთის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ, ხოლო მეორეს მხრივ, „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, საქველმოქმედო ფონდის  „სიღარიბის დაძლევა და გადაუდებელი დახმარება - მომავლის გზა“ დირექტორმა დავით კინწურაშვილმა და   „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების“ სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამილა ბარკალაიამ მოაწერეს.

„ჩვენ სამივე ორგანიზაციასთან  არაერთხელ გვითანამშრომლია, ვფიქრობ ამ სამართლებრივად გაფორმებული დოკუმენტებით ჩვენი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. „საქართველოს კულტურის პალატასთან“ გაფორმებული მემორანდუმი  კულტურის  მოღვაწეთა უფლებების დაცვას, მათთვის სამართლებრივიდახმარების გაწევასა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწისათვის წინადადებებისმომზადებას ითვალისწინებს.  „მომავლის გზასთან“ ერთად კი შევეცდებით სიღარიბის ზღვარსმიღმა მყოფ პირებს და არამარტო მათ აღმოვუჩინოთ სამართლებრივი თუ მატერიალურიდახმარება.

რაც შეეხება „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, აღნიშნული  შეთანხმებით ერთობლივადგანვახორციელებთ ამ ფონდისა და ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციართა სამართლებრივ დახმარებას, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, - განაცხადა თევდორე კობახიძემ ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge