png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

  • მსოფლიო
  • 10.12.2020
  • 21:03
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს

შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის  ზოგიერთ მოქალაქესა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესეს. მათ ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მაგნიტსკის აქტის ფარგლებში ამერიკის სანქციათა სიაში მოხვდნენ ჩეჩნეთის ლიდერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში დანილ მარტინოვი, ჩეჩნეთის ვიცე პრემიერი ვაჰით ისმაევი, რამზან კადირობის წარმომადგენელი ზიად საბსაბი, კადიროვის ცხენების მწვრთნელი სატიშ სიმარი, კადიროვის წარმომადგენელი ევროპაში ტიმურ ძუგაევი, ასევე აჰმათ კადიროვის ფონდი, საფეხბურთი კლუბი „აჰმათი“, „აჰმათის“ ჩემპიონატი, „ჩეჩნეთის მინერალური წყლები“ და „მეგასტროინვესტი“.

ბრიტანეთის მაგნიტსკის  სიაში მოიაზრებიან ქალაქ არღუნის პლიციის უფროსი აიუბ კატაევი, ჩეჩნეთის შს მინისტრის მოადგილე აპტი ალაუდინოვი და სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმი „თერგი“. (ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ წამებისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის).

ცოტა ხნით ადრე ამერიკელი სენატორები ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებდნენ მაგნიტსკის აქტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისკენ. მაგნიტსკის აქტი აშშ-ში 2012 წლის დეკემბერში მიიღეს. სანქცები შეეხო რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბრალი ადამიანის უფლებების დარღვევებში ედებათ. მოგვიანებით აქტს მიეცა კანონის გლობალური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სანქციები გამოყენებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის მიმართ, რომელთა მოქალაქეებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში იქნებიან დადანაშულებულნი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
  • 15:57
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge