primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 აგვისტო, 2026, კვირა
primenewsgeorgia.ge

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად

  • ეკონომიკა
  • 21.01.2016
  • 16:21
გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად

ეკონომიკური აბრეშუმის გზის აღდგენა და ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ახალ ბიძგს აძლევს ევრაზიის კონტინენტზე ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოსვლა დავოსისი ეკონომიკური ფორუმის სესიაზე “ევრაზია და თანამედროვე აბრეშუმის გზა”.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპას მართლაც  სჭირდება ჩინეთისა და აზიის ქვეყნების დინამიურობა, ხოლო აზიას ს ევროპული ტექნოლოგიები და ნოუ-ჰაუ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოში, ბოლო წლებში განხორციელებულ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და რკინიგზის მოდერნიზაციისათვის გადადგმულ ნაბიჯებზე.

“შენდება გზატკეცილები. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს მეზობლებთან, ყაზახეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რათა შევიმუშაოთ სამხრეთ კავკასიური დერეფნის მართვის ერთიანი მიდგომა. ახლახანს განხორციელდა პირდაპირი სარკინიგზო რეისები სინძიანის პროვინციიდან ევროპაში, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით და შემდეგ შავი ზღვის ან თურქეთის გზით. ასე რომ, ეს მიმარულება ძალიან სწრაფად ვითარდება და სახეზეა მზარდი მოთხოვნა. სინძიანის პროვინციიდან მატარებელი თბილისში ჩავიდა 7 დღეში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩინეთიდან მომავალ მატარებელს დასჭირდება 10-11 ევროპაში” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და გადასახადების სიმცირის თვალსაზრისითაც. ხორცილედება გადასახადების ადმინისტრირების ლიბერალიზაცია და ტარდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც მომდინარეობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრციდან.

“საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეგიონის ყველა ქვეყანასთან და ევროკავშირთან. ახალახან ჩვენ წამოვიწყეთ მოლაპარაკებები ჩინეთთან მსგავსი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო იქცევა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონიმიკის მქონე ქვეყანად, სადაც გვაქვს ძალიან ლიბერალური რეგულაციები და შედარებით დაბალი ტარიფები ენერგორესურსებსა და კვალიფიციურ სამუშაო ძალაზე. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ პარტნიორობაში საქართველო შეასრულებს მნიშვნელოვან როლს.”- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით საქართველო ცხდილობს განავითაროს კავშირები ევროკავშირთან და რეგიონის ქვეყნებთან, ხოლო რუსეთთან დაძაბულობა შეამციროს. “რასაკვირველია, ჩვენ უნდა შევამციროთ პოლიტიკური დაძაბულობა და მივცეთ ყველა ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ჩათვლით, ნაკლებად დაძაბულ გარემოში განვითარების შესაძლებობა.” - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
  • 11:16
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და მათი ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ქმედებები - საგარეო
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
  • 10:57
აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge