ავტოსაგზაო შემთხვევას კახეთში ორი ადამიანი ემსხვერპლა
- სამართალი
- 11.12.2020
- 18:42
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კახეთში.
თელავი-ყვარელის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი "ფორდ ტრანზიტი" შეეჯახა.
ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი 35 წლამდე მამაკაცი. ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200