აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების დირექტორმა Pfizer-სა და BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა
- მსოფლიო
- 14.12.2020
- 10:02
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა ქვეყანაში Pfizer-სა და BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
შესაბამის დოკუმენტს რედფილდმა ხელი კვირას, 13 დეკემბერს მოაწერა. მისი თქმით, კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ პირველი ვაქცინაციის დაწყება უკვე 14 დეკემბრიდან იგეგმება.
ვაქცინაციის პროცესში 16 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანები ჩაერთვებიან.