"ქართული ოცნებამ" პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა
- პოლიტიკა
- 14.12.2020
- 13:45
პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ" საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.
შესაბამის წერილს ხელს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აწერს.
გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.