ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის არქონის გამო დააჯარიმეს
- საზოგადოება
- 16.12.2020
- 09:39
ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის მოწმობის უქონლობის გამო დააჯარიმეს."მზრუნველი სახელმწიფო" – ამ სათაურით ავრცელებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ლაივვიდეოს ფეისბუქში.
მეგრელიშვილის თქმით, პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო. ამასთან, მეგრელიშვილს სამართალდამცველებმა მართვის უფლების შეჩერების დადგენილება გადასცეს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200