ბაიდენმა აშშ-ის შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე ინდიელთა ტომის წარმომადგენელი წარადგინა
- მსოფლიო
- 18.12.2020
- 10:50
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მდივნის თანამდებობაზე დებ ჰაალანდის კანდიდატურა წარადგინა. იუწყება The Washington Post.
60 წლის ჰაალანდი ნიუ მეხიკოს შტატის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ინდიელთა ტომის პუებლოს წარმომადგენელია.
ამ პოსტზე მისი დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის ისტორიაში ის პირველი მდივანი იქნება, ამერიკის აბორიგენი მოსახლეობიდან.
„ვფიქრობ, შესანიშნავია, რომ აშშ-ის მთავრობის კაბინეტის დონეზე განვიხილავთ თანამდებობას, რომელიც შესაძლოა, დაიკავოს აშშ-ის აბორიგენი ხალხის წარმომადგენელმა“, - განუცხადა ჰაალანდმა გამოცემას.