საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 18.12.2020
- 13:22
საქართველოში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2002-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 244 პაციენტი.
17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200