png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ - გომელაური

  • სამართალი
  • 18.12.2020
  • 13:26
არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ - გომელაური

არც ჩვენ და არც ერთ რიგით პოლიციელს ჩვენი მოქალაქის დაჯარიმება არ გვიხარია, მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"მინდა იცოდეთ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში თანაბარი ძალებით იყო ჩართული სამინისტროს ყველა დანაყოფი. ათასობით თანამშრომელი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ამ მხრივ, არ შემიძლია არ აღვნიშნო საპატრულო პოლიცია, რომელიც მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვით, ქალაქში პატრულირებით, აქციებზე საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფით არ შემოიფარგლება. პანდემიის დროს განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა პატრულის ფუნქცია-მოვალეობები. აქვე ხაზი მინდა გავუსვა როგორც ქალაქის პოლიციის, ასევე რეგიონალური დანაყოფების ძალისხმევას პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისინი წარმატებით ართმევენ თავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამავდროულად პანდემიიდან გამომდინარე რეგულაციების აღსრულებას.

სამწუხაროდ, დარღვევების გამო ადამიანების დაჯარიმება გვიწევს, ახლაც რთულია ჩვენთვის, როგორც ჩემთვის, ისე პოლიციელებისთვის არაერთხელ გავაკეთე განცხადება, არ გვიხარია ნამდვილად მათი დაჯარიმება. მესმის, მძიმე სიტუაციაა, მაგრამ კანონი უნდა დაიცვას ყველამ! პანდემიის დროს მოსახლეობა პოლიციას ძალიან ხშირად მიმართავდა დახმარებისთვის", - განაცხადა გომელაურმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge