png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია - სიტყვა “რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან - მამუკა ხაზარაძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2020
  • 12:10
მინდა, ყველამ იცოდეს ჩვენი პოზიცია - სიტყვა “რევოლუცია” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან - მამუკა ხაზარაძე

“ლელო” კატეგორიულად გაემიჯნება ნებისმიერ საკითხს, რომელიც კანონიერების ფარგლებს გასცდება. ჩვენ არ გვინდა და ქვეყანას არ სჭირდება რევოლუცია,”-ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა.

“სიტყვები - “რევოლუცია” და “გადატრიალება” უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, იმიტომ, რომ ეს ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს. ეს ასევე არის იმ წისქვილზე წყლის დასხმა, რომელიც “ქართულ ოცნებას” აწყობს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რისთვის ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანია, ტყუილიდან ამოვიყვანოთ ქვეყანა და არა ის, რომ რევოლუციის გზას დავაყენოთ.
დროა, ერმა ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ, დიალოგის და კომპრომისების გზით, ყველაზე რთული პრობლემის გადაჭრა. ამის რესურსი გვაქვს მაშინ, როცა იცი, რომ შეიძლება ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყანა ერთმა არასწორმა მოძრაობამაც კი ისე შეასუსტოს, რომ ვერ დაბრუნდეს საწყის წერტილზე, რევოლუცია და მსგავსი მოქმედება ყველამ უნდა ამოიგდოს თავიდან. “ლელოს” პოზიცია არის უცვლელი და ყველამ იცის, რომ ნებისმიერ უკანონო ქმედებას ვემიჯნებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც მიუღებელია ჩვენი ხალხისთვის, იმას არ გავაპროტესტებთ, ან აქციებს და პროტესტის გამოხატვის სხვა ფორმებზე ვიტყვით უარს, თუმცა ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში,”-განაცხადა ხაზარაძემ.


“ლელოს” თავმჯდომარემ ოპოზიციის შეკრების მთავარ მიზეზზე, მოპარულ არჩევნებზე ისაუბრა. ხაზარაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნებია.

“ხელახალი არჩევნები არ უნდა გადავდოთ, ისევ ტყუილიში არ უნდა ვიცხოვროთ. “ოცნების” რიტორიკა შეიცვლება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარებიან. აქვე მინდა, მოვიყვანო სერბეთის მაგალითი. მათ დანიშნეს რიგგარეშე არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იქ ოპოზიციის რაღაც ნაწილი შევიდა პარლამენტში. რიგგარეშე არჩევნები არ უნდა იყოს ისე აღქმული, თითქოს ერთი მხარე მოერია მეორეს. ორივე მხარემ უნდა ვაღიაროთ, რომ ის პოლიტიკური მემკვიდრეობა, რომლითაც დღემდე მოვდივართ, არ უნდა გავაგრძელოთ, უნდა შევცვალოთ ახლით, თუ ჩვენ ჩვენი ქვეყანა და შვილები გვიყვარს. რადგან მომავალ თაობას არ უნდა დავუტოვოთ განცდა იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. შეიძლება მარტივ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ, სამწუხაროდ,
მივედით იმ მომეტამდე, სადაც არის პოლიტიკური უფსკრული და უნდა დავეხმაროთ ჩვენს თავს და ქვეყანას. ბევრს ლაპარაკობენ, რომ გაზაფხულზე იქნება ეკონომიკური და პანდემიით გამოწვეული პრობლემები. არ მინდა, ეს გახდეს დამატებითი არგუმენტი, რადგან ისიც საკმარისია, რა მდგომარეობაშიც ვართ, ისედაც ბევრი პრობლემა გვაქვს და საჭიროა ისეთი ფორმულა ვიპოვოთ, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამოგვიყვანს,”-განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ საუბრის დასასრულს “სახალხო ალტერნატიულ პარლამენტზეც” ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ფორმულა მისთვის მიუღებელია. "ჩვენ ეს უკვე ვნახეთ წარსულში და ეს ფორმულა დამაზიანებელი იქნება პროცესისთვის, ჩვენ ამას მხარს არ ვუჭერთ და არ ვეთანხმებით" - მისი განმარტებით, აუცილებელია ჩატარდეს პლებისციტი, რაც არის ცივილური ფორმულა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. ხაზარაძის თქმით, უნდა ჩატარდეს გამოკითხვა, სადაც ხალხი გადაწყვეტს, გაიმართოს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. და თუ საზოგადოების უმრავლესობა იტყვის არას, ოპოზიცია ამ ვერდიქტს დაემორჩილება და დაელოდება 2024 წლის არჩევნებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge