საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 21.12.2020
- 11:05
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 227 პირი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200