ბაიდენმა კორონავირუსის ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა
- მსოფლიო
- 22.12.2020
- 10:18
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინის პირველი დოზა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.
78 წლის ბაიდენი დელავერის შტატში, ChristianaCare-ის საავადმყოფოში აიცრა. პირდაპირი ეთერი ამერიკული ტელეარხების მეშვეობით გადაიცემოდა.
„ამით მინდა ყველას ვაჩვენო, რომ ადამიანები მზად იყვნენ ვაქცინაციისათვის, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდება, მიიღონ ვაქცინა. სანერვიულო არაფერია, ველი მეორე ინექციას“, - თქვა ბაიდენმა ვაქცინაციის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, ვაქცინაცია მისმა მეუღლემ, ჯილიმაც გაიკეთა.