COVID-19 ანტარქტიდაზეც გამოვლინდა
- მსოფლიო
- 22.12.2020
- 15:34
ანტარქტიდა კორონავირუსისგან თავისუფალი ერთადერთი კონტინენტი აღარ არის. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩილეს სამეცნიერო სადგურზე 36 ადამიანს COVID-19 დაუდასტურდა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ანტარქტიდის სამეცნიერო სადგურ Bernardo O’Higgins Riquelme-ზე გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 36-დან 26 სახედრო მოსამსახურეა, 10 კი კონტრაქტორ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც ანტარქტიდის ბაზაზე გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.
ამ დროისათვის ინფიცირებულები ევაკუირებულები არიან. სადგურზე კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.