png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

„საქართველოს ფოსტა“ პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ მხარდამჭერია

  • საზოგადოება
  • 25.12.2020
  • 14:03
„საქართველოს ფოსტა“  პროექტის  „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“  მხარდამჭერია

25 დეკემბერს „საქართველოს ფოსტას“, საზოგადოებრივ პლატფორმას „სექტორი 3“ და სამოქალაქო მოძრაობას „შენმოქმედს“ შორის პროექტის „1000 კომპიუტერი - 1000 მრავალშვილიან ოჯახს“ ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს საზოგადოებრივი პლატფორმის „სექტორი 3“, სამოქალაქო მოძრაობის „შენმოქმედის“, ფონდის „პროდემოსის“ და ინტერნეტ კომპანიის „სქაიტელის“ თანამშრომლობით წამოწყებული კამპანიის მხარდაჭერას. 

კამპანიის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით, გადაეცეთ კომპიუტერეული ტექნიკა, ასევე, 18 თვის განმავლობაში ჰქონდეთ წვდომა უფასო ინტერნეტზე. 

"საქართველოს ფოსტა", როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, შეუერთდა პროექტს და უზრუნველყოფს გზავნილების მიტანას ბენეფიციარამდე სრულიად უსასყიდლოდ.

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. საქართველოს ფოსტა მთელი ქვეყნის მასშტაბით 81 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი. კომპანიის მიზანია მომხმარებელი უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით. კომპანია ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რაც საშუალებას აძლევს მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოემსახუროს მომხმარებლებს და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი ხარისხის მომსახურება.

„სექტორი 3“ საზოგადოებრივი პლატფორმაა, რომელიც საქართველოში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინიციატივითა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა. ეს არის სივრცე - ჰაბი განვითარებისთვის, რომელიც აერთიანებს გამოცდილებას, ინოვაციას, ცოდნას, ექსპერიმენტულ იდეებს და ქმნის რესურსებსა და შესაძლებლობებს ფართო საზოგადოებასთან აქტიური დიალოგისა და პოზიციების დაახლოებისთვის.

სამოქალაქო მოძრაობა  „შენმოქმედი“ დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაციის სექტორი 3-ისა და ფონდი პროდემოსის ინიციატივით, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი. „შენმოქმედის“ ინიციატივით ბევრი ქმედითი და მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge