png.ge
png.ge
png.ge
16+
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სახელმწიფო მიწების დატაცების მიმართულებით, საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს მომზადებული - კახა კალაძე

  • საზოგადოება
  • 25.12.2020
  • 18:57
სახელმწიფო მიწების დატაცების მიმართულებით, საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს მომზადებული - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო მიწების უკანონოდ დატაცებისა და მასზე შენობა-ნაგებობების განთავსების მიმართულებით არსებული კანონმდებლობა სუსტია.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, სახელმწიფო ქონების დატაცება დანაშაულია. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს მომზადებული აქვს საკანონმდებლო პაკეტი, რათა შემდგომში მსგავსი ფაქტები სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირდეს.

„სახელმწიფო ქონების, მიწების დატაცებისა და მათზე შენობა-ნაგებობების უნებართვოდ განთავსების კუთხით არსებული კანონმდებლობა სუსტია, რომელიც ვერ ზღუდავს იმ სამწუხარო ფაქტებს, რაც მრავლად გვაქვს ქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს არამხოლოდ დედაქალაქის, არამედ სხვა ქალაქებისა და რაიონების პრობლემაც არის. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მართლა უჭირთ, სოციალურად დაუცველები არიან და სერიოზული პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ამ ადამიანებისთვის ხელი არ გვიკვრია, პირიქით, ვეხმარებით. ასევე, არსებობს ქირით გაყვანის პროგრამა - ყოველწლიურად, ამ მიმართულებით შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, თუმცა არსებობენ ისეთი ოჯახები, რომელთა სახელზე არაერთი ბინა, ავტომობილი, სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში საცხოვრებელი ფართები, სახნავ-სათესი მიწებია რეგისტრირებული, გაფორმებული არიან ინდმეწარმეებად, ეწევიან ბიზნესსაქმიანობას და ა.შ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, პარლამენტის მხარდაჭერა ექნება. მიწების დატაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და უნდა ისჯდებოდეს. სხვანაირად ამ ყველაფრის მოწესრიგება შეუძლებელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ საბინაო ფონდის არსებობის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით ის ადამიანები და ოჯახები დაკმაყოფილდებიან, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს.

„ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც რეალურად დაიწყო ზრუნვა სოციალურად დაუცველ, გაუბედურებულ ოჯახებზე. დავიწყეთ საბინაო ფონდის შექმნა. ძალიან კარგი იქნებოდა, წინა წლებში ამისთვის ყურადღება მიექციათ. მაშინ რომ ეს ნაბიჯები გადადგმულიყო, დღეს ქალაქში მსგავსი პრობლემა აღარ გვექნებოდა, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. როდესაც კოეფიციენტების მატება იყო შესაძლებელი, ყველა ასეთ პროექტზე კომპანიები დავავალდებულეთ, რომ იმ კოეფიციენტის მატების შემთხვევაში, რა მოთხოვნაც იყო და ურბანულად პრობლემას არ წარმოადგენდა, აშენებული ფართებიდან 10% დედაქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადმოეცემათ. მომდევნო წლების განმავლობაში, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი გვექნება, რომელსაც იმ ადამიანებსა და ოჯახებზე გადავანაწილებთ, ვისაც ამის საჭიროება ყველაზე მეტად აქვს. ამ ყველაფერს ექნება თავისი წესები და ვინმეს არ ეგონოს, რომ ფართების გასხვისება თვალდახუჭულად მოხდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის საკრებულო დღეს, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, რომელიც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ წარადგინა. გარდა ამისა, დედაქალაქის საკრებულო იმსჯელებს 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge