დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა
- მსოფლიო
- 28.12.2020
- 21:46
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში COVID-19-ით კიდევ 41 300 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ჯანდაცვის სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს რეკორდული მაჩვენებელია პანდემიის დაწყებიდან. წინა რეკორდი - 39 200 ინფიცირებული, 23 დეკემბერს დაფიქსირდა,
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ ბრიტანეთში 2,3 მილიონს მიაღწია. დიდი ბრიტანეთი ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეექვსე ადგილს იკავებს.
ბრიტანეთში ბოლო მონაცემებით კორონავირუსით გარდაცვლილია 71 ათასზე მეტი ადამიანი.