png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჯონსონმა ხელი მოაწერა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმებას

  • მსოფლიო
  • 30.12.2020
  • 21:34
ჯონსონმა ხელი მოაწერა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმებას

დიდი ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხელი მოაწერა ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმებას.

"შეთანხმებაზე ხელმოწერით ვასრულებთ ბრიტანელი ხალხის სურვენულ სურვილს, იცხოვრონ თავიანთი კანონებით, რომელსაც მათ მიერ არჩეული პარლამენტი მიიღებს", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მანამდე შეთანხმება დამტკიცდა ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის მიერ.

დღესვე ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა ლონდონსა და ბრიუსელს შორის ვაჭრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

ახლა უკვე შეთანხმების ტექსტი უნდა დაამტკიცოს ევროპის პარლამენტმა.

ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა სავაჭრო შეთანხმებას 24 დეკემბერს მიაღწიეს, ბრექსიტის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვირით ადრე.

რას გულისხმობს სავაჭრო შეთანხმება:

საშუალებას აძლევს დიდ ბრიტანეთის გააგრძელოს საქონლის რეალიზაცია ევროკავშირის ბაზარზე ტარიფებისა და კვოტების გარეშე;

შეთანხმება მოიცავს აღსრულებისა და დავების მოგვარების მექანიზმებს უსამართლო კონკურენციის მოსაგვარებლად, რასაც ევროკავშირი "თანაბარი პირობების" წესებს უწოდებს;

უზრუნველყოფს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შეუფერხებელი სატრანსპორტო კავშირების გაგრძელებას, მათ შორის სამგზავრო უფლებების დაცვის გარანტიებს;

იგი ასევე გულისხმობს ახალ სამართლებრვი გარემოს და სხვა ბარიერებს ბრიტანული ბიზნესისთვის ევროკავშირში;

ხუთწელნახევრიან გარადმავალ პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბრიტანულ წყლებში თევზჭერის 25% გადაეცემა ბრიტანულ ფლოტს;

ამცირებს გაერთიანებული სამეფოს ხელმისაწვდომობას ევროკავშირის პროგრამებზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიციისა და განათლების სფეროში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge