png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

გაფიცულ კურიერებს შრომითი ხელშეკრულება შევუჩერეთ. მივმართეთ სასამართლოს გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით - "საქართველოს ფოსტა"

  • საზოგადოება
  • 09.01.2021
  • 17:10
გაფიცულ კურიერებს შრომითი ხელშეკრულება შევუჩერეთ. მივმართეთ სასამართლოს გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით - "საქართველოს ფოსტა"

გაფიცულ კურიერებს შრომითი ხელშეკრულება შევუჩერეთ. მივმართეთ სასამართლოს გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით. ამის შესახებ "საქართველოს ფოსტამ" "პრაიმნიუსჯორჯიას" გორის სერვისცენტრის კურიერების გაფიცვასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც "საქართველოს ფოსტამ" "პრაიმნიუსჯორჯიასთან" საუბრისას განაცხადა, კურიერებისთვის შრომითი ხელეკრულების შეჩერება, მათი მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა.

ამასთან, "საქართველოს ფოსტამ" გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა.

"საქართველოს ფოსტისთვის, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის, 2020 წელი გამოწვევებით აღსავსე აღმოჩნდა. კორონავირუსის პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებებიდან გამომდინარე, მსოფლიოს მასშტაბით საფოსტო ადმინისტრაციები ოპერირებდნენ ფორსმაჟორულ ვითარებაში. ქვეყანაში მობილობის შემცირების მიუხედავად, საქართველოს ფოსტა საქმიანობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა და როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, შეუზღუდავად შესთავაზა საფოსტო/საკურიერო მომსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად რიგი დაბრკოლებებისა პანდემიის პირობებში, საქართელოს ფოსტამ შეძლო საკადრო პოლიტიკის იმგვარად წარმართვა, რომ არცერთ თანამშრომელთან არ შეწყეტილა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისად თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნება კომპანიისთვის ყოველთვის იყო და ახლაც რჩება პრიორიტეტად.

საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრში მომუშავე კურიერებმა 5 იანვრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნით, უარი განაცხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებაზე და გაიფიცნენ, რამაც გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება. მაშინ, როცა მსოფლიო პანდემიის ფონზე საქართველოს ფოსტამ ყველა ღონისძიებას მიმართა იმისათვის, რომ  შეენარჩუნებინა თითოეული სამუშაო ადგილი და მეტიც, თანამშრომლებს შეუფერხებლად მიეღოთ კუთვნილი ანაზღურება, გორის სერვისცენტრის კურიერების მხრიდან დამატებითი ჯილდოს მოთხოვნამ განაპირობა საქართველოს ფოსტის გადაწყვეტილება შეეჩერებინა შრომითი ხელშეკრულება აღნიშნულ პირებთან და მიემართა სასამართლოსთვის გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით", - აცხადებს "საქართველოს ფოსტა".

შეგახსენებთ, გორის სერვისცენტრის კურიერები 5 იანვარს გაიფიცნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge