png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ივანიშვილის წერილი, არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება - გოგორიშვილი

  • პოლიტიკა
  • 12.01.2021
  • 14:05
ივანიშვილის წერილი, არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება - გოგორიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ბიძინა ივანიშვილის წერილს და მის პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს იმას, რომ მას უნდა საზოგადოებას ყველაფერი დაანახოს ისე, როგორც თავად სურს. გოგორიშვილის თქმით, ქველმოქმედება უანგარო უნდა იყოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ანგარებაა.

„ბიძინა ივანიშვილის წერილი, დაწყებული ფორმით, რა ფორმას ირჩევს ის საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის, დამთავრებული შინაარსით, არის ერთადერთი რამ, ეს არის უტიფარი, მატყუარა ადამიანის აზრების გამომზეურება. ის რასაც წერს ამ წერილში, რომ ყველა მისი დაპირება შესრულდა, ეს არის პირდაპირ ხალხისთვის სახეში შეფურთხება, რადგან დარწუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობას არ აქვს მეხსიერება, დარწუნებულია, რომ ჩვენ ყველა ვართ აღფრთოვანებული ასი ქარხანის გუგუნით, ყველა სოფელს 5-5 მილიონი რომ ჩამოურიგეს, სოლარიუმებზე ურეკში არაფერს ვამბობ.

ამას გვეუბნება, რომ მე რაც ვთქვი, ყველაფერი გავაკეთე, გიხაროდენ. ეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის უტიფრობა, არის მატყუარა ადამიანის მცდელობა, რომ ისე მოაჩვენოს სიტუაცია საქართველოში, რომ თითქოს ხალხი არ შიმშილობს, თითქოს არ არის სრულიად უმართავი პოლიტიკა პანდემიასთან მიმართებაში, თითქოს კრიმინალი არ ბოგინებს და ჩვენ ყველა საამურ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

მისი პოლიტიკაში მოსვლის ქველმოქმედებად მონათვლა ნიშნავს იმას, რომ მას ყველაფერი უნდა დაანახოს საზოგადოებას ისე, როგორც თვითონ სურს და თვითონ უყურებს ამას. კარგად ვხედავთ, რომ ის ქველმოქმედება, რასაც ერქვა წლების განმავლობაში, თუნდაც ხელოვნების მუშაკებისათვის კომპენსაციების დარიგება, ეს იყო მისი გათვლილი გეგმა და პოლიტიკაში მოსვლის პირველ ეტაპზე, კარგად დავინახეთ როგორ დადიოდნენ ეს ადამიანები სოფელ-სოფელ, კარდაკარ და ამ ვალს როგორ „იხდიდნენ“ მისი ქება-დიდებით.

ქველმოქმედება არის, როდესაც ადამიანი რაღაცას უანგაროდ აკეთებს და ანგარება არის ბიძინა ივანიშვილისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება“ - განაცხადა გოგორიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge