primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული - საქართველოს ფოსტა

  • საზოგადოება
  • 13.01.2021
  • 12:00
 მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული - საქართველოს ფოსტა

ბოლო დღეებია, ცალკეული მედიასაშუალებებით მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ეროვნული საფოსტო ოპერატორის, კომპანია  „საქართველოს ფოსტის“ და მისი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს.

 

საფუძვლად აღებულია წმინდა სამეურნეო პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა კომპანიის გორის ფილიალში და ის ამჟამად წარმატებით არის დასრულებული საუკეთესო შრომითი ურთიერთობის პრაქტიკის შესაბამისად. 

„საქართველოს ფოსტა“ საქართველოს უმსხვილესი საფოსტო ოპერატორი და ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. ამავე დროს, კომპანია, პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან, მუშაობს ექსტრემალურ რეჟიმში, რაც არაერთხელ აღნიშნულა იმავე მედია საშუალებების მეშვეობით. „საქართველოს ფოსტის“ თითოეულ თანამშრომელს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „საქართველოს ფოსტამ“ მაღალ დონეზე გაართვა თავი მნიშვნელოვან ვალდებულებებს, მათ შორის, როგორიცაა, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა, სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და მედიკამენტების, სხვადასხვა საკვები პროდუქტების მიწოდება და სხვა“, აღნიშნულია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.

„საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, პანდემიის და მისგან განპირობებული დაბრკოლებების მიუხედავად, დღესაც განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. მათ შორის, ახორციელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის, დოკუმენტაციის, მედიკამენტების და პროდუქტის მიწოდება.

„კომპანიის მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანია, „საქართველოს ფოსტის“ თითოეული თანამშრომლის შრომითი უფლებები იყოს დაცული. ამავე დროს, კარგად გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“, როგორც ეროვნულ საფოსტო ოპერატორს აქვს ქვეყნისა და საფოსტო მომსახურების ბენეფიციარებს შორის. ამდენად, კომპანიაში სამსახურებრივ უფლებამოვალეობებთან დაკავშირებული ყველა საკითხი წყდება საფოსტო სერვისის უწყვეტობის გათვალისწინებით. ასე მოხდა, გორის ფილიალის შემთხვევაშიც. კურიერების მიერ დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად, დაზარლდა 3,000 - ზე მეტი მომხმარებელი, რომლებმაც გზავნილები დაგვიანებით მიიღეს, რაც დაუშვებელად მიგვაჩნია. ამასთანავე, „საქართველოს ფოსტას“ მიადგა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი.  

აღსანიშნავია, რომ კურიერების მხრიდან არ მომხდარა „საქართველოს ფოსტის“ მენეჯმენტის, მათ შორის, გორის ფილიალის ხელმძღვანელობის ინფორმირება გაფიცვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, ყველას აქვს გაფიცვის უფლება, იგივე კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ გაფიცვის სურვილის შემთხვევაში წინასწარ უნდა მოხდეს დამსაქმებლის ინფორმირება საკუთარი განზრახვის შესახებ, რომ ამ ქმედებით ზიანი არ მიადგეს მომხმარებლებს. შედეგად, მოხდა საფოსტო სერვისებზე აბონენტების წვდომის შეწყვეტა. „საქართველოს ფოსტამ“ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით სარჩელი შეტანილი იქნა სასამართლოში.

ამავე დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიასა და გაფიცული თანამშრომლებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად კურიერებმა უკვე შეწყვიტეს გაფიცვა, დაუბრუნდნენ სამუშაო პროცესს და შესაბამისად გააგრძელეს მუშაობა „საქართველოს ფოსტასა“ და მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე.

დღეს გორის ფილიალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, თუმცა „საქართველოს ფოსტას“ ცალკეული მიკერძოებული მედია საშუალებების გადაუმოწმებელი და ცალმხრივი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიადგა რეპუტაციული ზიანი.

”საქართველოს ფოსტა“ იყო, არის და რჩება საქართველოს თითოეული მოქალაქის სამსახურში“, - აღნიშნულია საქართველოს ფოსტის განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge