png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

მზად ვართ, Pfizer-ის ვაქცინის შემოსატანად ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოვყოთ - თეგეტა

  • საზოგადოება
  • 13.01.2021
  • 23:02
 მზად ვართ, Pfizer-ის ვაქცინის შემოსატანად ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოვყოთ - თეგეტა

თეგეტა ჰოლდინგი ეხმაურება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის, 13 იანვრის განცხადებას, რომელშიც განმარტებულია, რომ საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის დიდი რაოდენობით შესანახად ინფრასტრუქტურული ბაზა და ლოგისტიკური რესურესები არ ეყოფა.

 

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ის მზად არის Pfizer-ის ვაქცინის შემოსატანად ხარისხიანი სამაცივრე ტრანსპორტი გამოყოს.

"თეგეტა ჰოლდინგი პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანია ახლაც მზად არის, თანადგომა აღმოუჩინოს სახელწიფოს და შესთავაზოს მაღალი ხარისხის სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სრულად შეესაბამება როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO), ასევე Pfizer-ის მოთხოვნებს და ვაქცინის მინუს 80 გრადუს ტემპერატურაზე შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

აღნიშნული სამაცივრე სატრანსპორტო საშუალება გადაჭრის Pfizer-ის ვაქცინის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ლოგისტიკურ პრობლემას. გარდა ამისა, სამაცივრე საშუალება შესაძლებელია, გამოყენებული იქნას როგორც ვაქცინაციის მობილური პუნქტი (Vaccination Mobile Facility). ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ვაქცინაციის ტექნიკური რესურსი მხოლოდ რამდენიმე დიდ ქალაქში არსებობს, თეგეტა ჰოლდინგის მიერ შეთავაზებული დანადგარი შესაძლებელს გახდის, დააჩქაროს რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაცია.

თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, უმოკლეს ვადებში მოახდინოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და პროფესიონალური გუნდის მეშვეობით მაქსიმალურად სწრაფად ჩაერთოს ვაქცინაციის ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული მხარის გამართვის პროცესში.

ჰოლდინგის მენეჯმენტი იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ წარმატებით ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge