png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის 1-ლი კვარტალი განიხილება - ეკატერინე ტიკარაძე

  • საზოგადოება
  • 15.01.2021
  • 16:21
ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის 1-ლი კვარტალი განიხილება - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოში ვაქცინის შემოტანის სავარაუდო თარიღად 2021 წლის პირველი კვარტალი სახელდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, საქართველო გაერთიანებულია "კოვაქს" პლატფორმაში, სადაც შესაძლებელია, პირველი ეტაპისთვის მიიღოს "ფაიზერის" ვაქცინა.

"დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოა, როგორც შინაარსობრივად, ასევე ჩვენ შევდივართ COVID-19-ის მართვის ახალ ფაზაში და აქ წამყვანი როლი აქვს ვაქცინას. დღევანდელი საბჭო ეძღვნება ვაქცინის დაგეგმვის გეგმის შემუშავების დასრულებას. დოკუმენტის შინაარსში განვიხილეთ ვაქცინის გარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავება იმისთვის, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანა ყოველგვარი შეფერხების გარეშე მოხდეს. ამასთან დაკავშირებით მოხდა ასევე საკანონმდებლო ინიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, ასევე კომპონენტი ვაქცინის შემოტანის კუთხით, ტექნიკური მზაობის ჯაჭვის სრული შესწავლა მოხდა და ინვენტარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ასევე დოკუმენტში დეტალურად არის განხილული, თუ რა მზაობა არის ქვეყანაში. პერსონალის მზაობა და ტრენინგები ასევე მნიშვნელოვანია ვაქცინაციის განხორციელების პროცესში. ვაქცინაციის ჯგუფებთან და პრიორიტეტებთანაც დაკავშირებით საბჭომ იმსჯელა და გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებულია. ჯგუფებთან მიმართებით დამატებითი მოსაზრებები არსებობს, ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეული ცვლილების შეტანა. რისკ-კომუნიკაცია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ როგორ მოხდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ასევე, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სრული ჩართულობა, რათა გაიზარდოს სანდოობა და ზოგადად, ამაღლდეს ცნობიერება, თუ რას ემსახურება ეს ვაქცინაცია, არის თუ არა ის მოსახლეობისთვის უსაფრთხო. რა შესაძლო გართულებები შეიძლება მოყვეს და ასევე, რა სარგებელი შეიძლება მოყვეს როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის კუთხით", - განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge