png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მე თუ რაიმე დამემართა, დედაჩემს მიხედე - რამიშვილმა პროკურატურას ბაჩალიაშვილის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

  • სამართალი
  • 15.01.2021
  • 18:23
მე თუ რაიმე დამემართა, დედაჩემს მიხედე - რამიშვილმა პროკურატურას ბაჩალიაშვილის მიმოწერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ უწყებაში წარადგინეს ინფორმაცია, რომელიც მისივე თქმით, საქმეში ახალი ფიგურანტის გამოჩენას ეხება. რამიშვილი ამბობს, რომ მათ უწყებას მიაწოდეს თამარ ბაჩალიაშვილის მიმოწერა მის "ამ დრომდე უცნობ მეგობართან". ადვოკატი აზუსტებს, რომ ხსენებული მიმოწერა ბაჩალიაშვილსა და "მის უცნობ მეგობარს შორის" პროგრამისტის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა.

"საჩივარს თან დაერთო ახალი სქრინი. ეს მიუთითებს, რომ საქმე არაობიექტურად გამოიძიეს. ვითომ ამოიღეს გარკვეული ინფორმაციები და მიწერ-მოწერებ - ეს ყველაფერი ტყუილია. არანაირი თვითმკვლელობა არ ყოფილა, ეს არის ფარსი", - ამბობს მიხეილ რამივილი.

რაც შეეხება უშუალოდ მიმოწერას ის შემდეგი შინაარსის არის:

ბაჩალიაშვილი: "ჩემო დაიკუნა ერთი თხოვნა მექნება მე თუ რაიმე დამემართა დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე, წავშლი შენ sms-ებს, არ მინდა გაიგონ რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო"

უცნობი პირი: "არა, შენ არაფერი მოგივა თამო, მაგრამ მაინც გპირდები"

ბაჩალიაშვილი: "მადლობა, მიყვარხარ"

უცნობი პირი: "მეც".

ამასთან, 23 წლის პროგრამისტის ოჯახი პროკურატურის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. საქმე ეხება გამოძიების შეწყვეტას და ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის გაუქმებას.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმეთვიანი გამოძიების შემდეგ პროკურატურამ დაადდინა, რომ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საქმე დახურა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge