მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა
- მსოფლიო
- 15.01.2021
- 22:06
მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 2 00 905-ს მიაღწია. გამოვლენილია COVID-19-ით ინფიცირების 93 418 283 შემთხვევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსული ინფექციის COVID-19-ის აფეთქება 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.