აზერბაიჯანში ჩინური ვაქცინით აცრები იწყება
- მსოფლიო
- 16.01.2021
- 12:27
მომავალი კვირიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ვაქცინაციის დაწყების შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის პრესმდივანმა იბრაგიმ მამედოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანი თურქეთთან თანმაშრომლობს, და ორივე ქვეყანა ჩინურ ვაქცინას ყიდულობს.