თურქეთის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა
- მსოფლიო
- 17.01.2021
- 16:57
შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა. ბარტინის პროვინციის გუბერნატორის სინან გიუნერის ინფორმააციით, დაიღუპა ეკიპაჟის ორ წევრი.
მისი თქმით, ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი იმყოფებოდა.ამ მომენტისთვის ვრცელდება ინფორმაცია ხუთი გადარჩენილის შესახებ, ექვსი ადამიანის ძებნა კი გრძელდება.
Anadolu-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციას უამინდობა ართულებს.
გიუნერის ინფორმაციით, ეკიპაჟის 13-ე წევრი უკრაინის მოქალაქეა. კატასტროფის ადგილზე თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაგზავნილია ხომალდი.