png.ge
png.ge
png.ge
16+
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს

  • საზოგადოება
  • 17.01.2021
  • 18:50
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი აირჩიეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ ნიკოლოზ სიმონიშვილი, თავმჯდომარის მოადგილედ კი გვანცა საკანელაშვილი აირჩია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნიკა სიმონიშვილი 2020 წლის მარტიდან იყო მედიის სამართლებრივი დაცვის პროექტის ხელმძღვანელი, 2019 წლის ნოემბერში საერთო კრებამ ის საიას გამგეობის წევრად აირჩია.

"2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის მარტამდე იყო საიას წარმომადგენელი პარლამენტში და ანალიტიკოსი ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამაში. 2017 წლის მაისიდან 2018 წლის აგვისტომდე ის მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.

ნიკოლოზი იყო და დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოწვეული ექსპერტის რანგში, კანონმდებლობის რეფორმისა და ინსტიტუციური საჭიროებების კვლევის საკითხებში.

ნიკოლოზს საიაში აქვს საადვოკატო საქმიანობის გამოცდილებაც. 2013 წლის იანვრიდან ის იყო იურიდიული დახმარების ცენტრის სტაჟიორი, ამავე წლის ოქტომბერში გახდა იურისტ-კონსულტანტი, ხოლო 2015 წლის მარტიდან ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მას წარმატებით ნაწარმოები აქვს საიას არაერთი სტრატეგიული საქმე. 2015 წლის მარტიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge