png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების საცხობი გაიხსნება

  • ეკონომიკა
  • 20.01.2021
  • 12:48
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ევროპული სტანდარტების საცხობი გაიხსნება

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით კომპანია „სილლარი’’ თანამედროვე სტანდარტების საცხობის და ნახევარ-ფაბრიკატების პროექტს ახორციელებს. მისი ჯამური ღირებულება 1.100.000 ევროს შეადგენს, სადაც კერძო ინვესტიცია შეადგენს 850 000 ევროს, ხოლო ბანკის ფინანსური ჩართულობა კი 250,000 ევროს უტოლდება.

აღნიშნული საწარმო სურსათის ეროვნული სააგენტოს ნორმებს და რეგულაციებს, ასევე ევრო სტანდარტების ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. საწარმოში ინტეგრირებული იქნება ISO 22000 და HACCP სისტემები. საცხობი აღჭურვილი იქნება როგორც საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომელიც შეძენილია ყველაზე თანამედროვე იტალიურ კომპანიებში და აქვთ სერთიფიკატი EURO-1, ასევე საოფისე და სამაცივრე-სასაწყობო განყოფილებებით. საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ პურებს „Piadina“-ს შესთავაზებს, ასევე ექნება ასორტიმენტში მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი. ასევე, ღვინისთვის ასორტები სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ყველი, ჩირეული, თხილი, ნიგოზი, ჩურჩხელები და დელიკატესები, რომლის რეალიზაციაც როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რუსეთში, ჩინეთში და ევროპისა და არაბეთის სხვადასხვა ქვეყნებში მოხდება. ობიექტი 30 ადამიანს დაასაქმებს, მისი გახსნა კი მარტში იგეგმება.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, მცირე ზომის ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სულ მალე, ბანკის ჩართულობით ევროპული სტანდარტის ახალი საცხობი გაიხსნება. საწარმო მომხმარებელს მაღალი ხარისხის პურის მრავალსახეობას შესთავაზებს, სამომავლოდ კი ასორტიმენტს კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. მსგავსი პროექტების მხარდაჭერა ბანკის ერთერთ უცლელ პრიორიტეტად რჩება, რადგან ის ხელს უწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილებს შექმნას. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

შპს „სილლარი“ 2019 წლის მარტიდან არის თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმო, რომლის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ,,თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სპეციალური კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge