ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო ფიცი დადო
- მსოფლიო
- 20.01.2021
- 20:57
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფიცი დადო.
ბაიდენმა ფიცი შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის წინაშე დადო.
78 წლის დემოკრატი ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. მან საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა, რომელიც კენჭს მეორე ვადით იყრიდა.
დონალდ ტრამპმა ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.