png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

  • ეკონომიკა
  • 22.01.2016
  • 17:23
საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ბაჰრეინის სამეფოს ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრის, ბატონ ქამალ ბინ აჰმედ მუჰამედის მოწვევით, 2016 წლის 21-23 იანვარს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილის ხელმძღვანელობით „Bahrain International Air Show”-ს ესწრება.

საჰაერო შოუს ფარგლებში, 21 იანვარს დავით ხუციშვილმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ". შეთანხმების გაფორმებით, იქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი საჰაერო რეგულარული მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ, ღია ცის პრინციპებს; პროექტის თანახმად, ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტევადობა, ფრენების სიხშირე კი დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ბაჰრეინის, იორდანიის და ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრებთან. ასევე შეხვედრა გაიმართა მატიას ფეკლთან - საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან საგარეო კომერციის, ტურიზმის და დიასპორის საკითხებში. ამასთან, დავით ხუციშვილმა მოლაპარაკებები გამართა ქუვეითის ავიახაზების, საუდის არაბეთის ავიახაზების და ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანიის „გალფ ეარ“-ის ხელმძღვანელებთან.   შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, მათ შორის პირდაპირი საჰაერო რეისების დაწყების შესაძლებლობები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge