primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველოს მთავრობა დღეს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს

  • პოლიტიკა
  • 21.01.2021
  • 12:08
საქართველოს მთავრობა დღეს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს

საქართველოს მთავრობა დღეს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ქვეყანა ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად.

"მოგეხსენებათ, ეს სამუშაო ჯგუფი 15 დეკემბერს შეიქმნა, მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ყველა დაინტერესებულმა მხარემ, ექსპერტებმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, დარგის სპეციალისტებმა, ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, სახალხო დამცველმა.

დღეს ჩვენ უნდა განვიხილოთ და ეს გეგმა დავამტკიცოთ, რომლის ძირითადი მიზანი საბოლოო ჯამში არის ის, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების მინიმუმ 60% იყოს აცრილი. თუმცა, ამ ძირითად მიზანთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გეგმის ტექნიკურ ნაწილს, მათ შორის, ეტაპობრიობას და იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ეტაპების მიხედვით უნდა იყვნენ აცრილები. პირველ ეტაპზე აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ეს იქნებიან სამედიცინო სფეროს თანამშრომლები, ხანგრლივი მოვლის დაწესებულების ბენეფიციარები, ჩვენი ხანდაზმულები 75 წელს ზემოთ და შემდგომ უკვე 60- იდან 75 წლამდე ყველა ჩვენი თანამოქალაქე. ამ გეგმის შემუშავებას აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ერთად, გაწევრიანებულია „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც გულისხმობს ვაქცინის მოწოდებას ქვეყანაში. საქართველომ უკვე განაცხადა, დაახლოებით 5-6 თვის წინ, ამ პლატფორმაზე თავისი მიზნის შესახებ, რომ უახლოეს პერიოდში ქვეყანაში 1.5 მლნ ვაქცინა იყოს მოწოდებული. ჩვენ ეს ფინანსური რესურსიც გადავრიცხეთ. მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ტექნიკურ დონეზე ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, ერთი წლის განმავლობაში, ამ მოცულობის ვაქცინაციის ჩასატარებლად. დღეს საქართველო ტექნიკურად მზადაა ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად. აქ მოგეხსენებათ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცივ ჯაჭვს და ნებისმიერი ტემპერატურის აუცილებლობის პირობებში, საქართველოს შეუძლია ეს ვაქცინა მიიღოს. ასე რომ, როგორც ტექნიკურად, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით, ეს გეგმა დღევანდელ გამოწვევებს სრულად პასუხობს", - აღნიშნა გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge