png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 21.01.2021
  • 17:39
სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ზალკალიანი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანი.

მისი განმარტებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცენდენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლებრივად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოსა რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებში.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის პირველი საერთაშორისო სამართლებრივი შეფასებაა, რომელმაც იურიდიულად დაადასტურა რუსეთის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, კერძოდ:

მიღებული გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად გამოკვეთა: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ეფექტური კონტროლი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები, რუსეთის პასუხისმგებლობა ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფაში; ასევე ის ფაქტი, რომ 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოს შორის.

დარწმუნებული ვართ, აღნიშნული უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისთვის ჩვენი ქვეყნის შემდგომი სამართლებრივი და დიპლომატიური ძალისხმევის წარმატების სერიოზულ საფუძველს შექმნის.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება არის ჩვენი ქვეყნის - სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების 12 წლიანი ძალისხმევის შედეგი და კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს, რომ განვაგრძოთ აქტიური მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების, საქართველოს განუყოფელი რეგიონების დეოკუპაციისა და ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ქვეყნის გამთლიანების მიმართულებით"- დავით ზალკალიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge