ხარკოვში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 21.01.2021
- 19:00
ხარკოვში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშვლებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. დაშავდა 11 ადამიანი.
ორსართულიან შენობაში ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.