ბაღდადის ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
- მსოფლიო
- 22.01.2021
- 11:24
ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ბაღდადში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ექტრსემისტების პროპაგანდისტულ რესურსებზე დაყრდნობით ავრცლებს.
ერაყის დედაქალაქში ორმაგი ტერაქტი გუშინ, ერთ-ერთ ბაზარში მოხდა. თავი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 32, ხოლო დაშავდა 110 ადამიანი.