სენატმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა
- მსოფლიო
- 22.01.2021
- 20:32
აშშ-ის სენატმა თავდაცვის მდივნის პოსტზე ლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა.
მას ხმა 2-ის წინააღმდეგ 93-მა სენატორმა მისცა.
ლოიდ ოსტინი პირველი აფროამერიკელია, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტის უხელმძღვანელებს.
ლოიდ ოსტინი 2013-2016 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა.
ოსტინი 67 წლისაა.