png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - არჩილ თალაკვაძე

  • პოლიტიკა
  • 23.01.2021
  • 15:33
ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის" მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე. ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„700-ზე მეტი მტკიცებულება, ჩვენ მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, მანამ, სანამ თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურმა არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ელემენტარულად, ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, არ გვქონდა წარდგენილი რადარების მონაცემები, არ გვქონდა წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს. არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ამ ყველაფრის მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება - ეს არის საქართველოს გამარჯვება",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს მხარდამჭერები.

„ღიმილისმომგვრელია, როცა ასე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, რომ ჯერ რაც მართლა არ გაუკეთებია იმას იბრალებს და მეორე - ის რაც საქართველოს ეკუთვნის, თავის პირადში უნდა რომ გაიფორმოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საზოგადოებამ ის პოლიტიკიდან გაუშვა ისე, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება და რა თქმა უნდა, არც არეულობის მოწყობის შესაძლებლობას არ მივცემთ. ის ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები, თავისი თანაპარტიელები, თუმცა, ისიც ვნახეთ, რას ფიქრობენ მასზე შიგნით თანაპარტიელები, და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება. მისი დრო დასრულდა",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge