png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? - გიორგი ბარამიძე

  • პოლიტიკა
  • 24.01.2021
  • 11:38
ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? - გიორგი ბარამიძე

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება? – ბათუმში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე „ფეისბუქში“ ეხმიანება.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო და კოლეგა პოლიტიკოსებო, არ მომწონს და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს რაც დღეს ბათუმში მოხდა, მაგრამ ნამდვილად არაა სწორი, მორალური მაღალი პიედესტალიდან ვამუნათოთ და საჯაროდ ვლანძღოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სჯერათ (მგონი ჩვენც ასე ვფიქრობთ ხო), რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში პუტინის გეგმის შემსრულებელი, მოღალატური რეჟიმი გვყავს და ამ რეჟიმმა არჩევნები გააყალბა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა.

შესაბამისად ისინი ვინც ამ რეჟიმის ზურგის გამაგრებით (პარლამენტში შესვლა იქნება თუ სხვა რამ) ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებით არიან დაკავებულები მათ მიმართ ხალხის აგრესია რა გასაკვირია?

ადრე ქვეყნის მტერს და მის დამქაშს ტყვიას ესროდნენ და დღეს თურმე ნაგვის დაყრა გახდა უბედურება?

ისევ ვიტყვი, რომ არც ერთს მოვუწოდებ ვინმეს და არც მეორეს, მაგრამ ამ რეჟიმის იძულება რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ და უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი დაიძლიოს, როგორ გონია ვინმეს, მარტო ტელევიზიით კარგად საუბრებით მოხდება და ის ახალგაზრდები (შეიძლება ვიღაცამ ზედმეტად რადიკალურებად მონათლონ) და სხვა ყველა გულანთებული პატრიოტი, ვინც მშვიდობიანად იბრძვის როგორც იცის და წარმოუდგენია სწორად, აღარ გვჭირდება და მათ გარეშე წარმოგვიდგენია?

ამ ბრძოლაში ყველა ადამიანი და ჩვენთაგანი მნიშვნელოვანია, ყველამ ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ და გვერდში დავუდგეთ, მით უფრო ჩვენ, პოლიტიკოსებს, ჩვენს მომხრეებთან და პატრიოტ თანამოქალაქეებთან მიმართებაში გვევალება ეგ ყველაფერი.
საქართველოს გარე თუ შიდა მტრებს (სამწუხაროდ რომ გვყავს ფაქტია) ნუ გავაცინებთ, ტვ "ნადეჟდას" სიუჟეტების გმირებად ნუ გამოვაყენებინებთ თავს ჩვენი ემოციური განცხადებებით.

ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ., – წერს გიორგი ბარამიძე.

ბათუმში, საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს შეურაცხყოფა მიაყენეს და ნაგავი დააყარეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge