უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა მოსახლეობის უმეტესობისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს - NDI
- პოლიტიკა
- 25.01.2021
- 13:42
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე განაწილდა:
სამუშაო ადგილები - 46%;
სიღარიბე - 37%;
ფასების ზრდა/ინფლაცია - 31%;
ტერიტორიული მთლიანობა - 22%
კორონავირუსი - 16%;
კვლევის შედეგებით ირკვევა, რომ როგორც დედაქალაქში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებშიც და სოფლებშიც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, ყველაზე დიდ ეკონომიკურ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.
რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევის საველე სამუშაოები CRRC-მ 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩაატარა. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ჩატარდა 2 053 ინტერვიუ. ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 1.1%-ია. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.