მასობრივი მკვლელობა ინდიანას შტატში
- მსოფლიო
- 25.01.2021
- 15:53
ინდიანას შტატში, ქალაქ ინდიანაპოლისში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას NBC News-- ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, გარდაცვლილთა შირს ერთი ორსული და ერთი არასრუწლოვანია.
ქალაქის მერის ჯო ჰოგსეტის განცხადებით, დანაშაული მასობრივი მკვლელობის ხასიათს ატარებს. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.