აშშ-ში რესპუბლიკური პარტია 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა
- მსოფლიო
- 28.01.2021
- 14:11
აშშ-ში, 6 იანვარს კაპიტოლიმუზე შტურმის შემდეგ, რესპუბლიკური პარტია 30 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გაზეთი Hill ავრცელებს.
6 იანვარს ვაშინგტონში ტრამპის მომხრეები შეიჭრნენ აშშ-ის კონგრესის შენობაში და შეწყვიტეს სხდომა, რომელზეც უნდა დამტკიცებულიყო ქვეყანაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. პოლიციასთან შეტაკების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით, აშშ-ის კონგრესმა დაადასტურა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების პრეზიდენტად ცნო.
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, კონგრესის დემოკრატმა და ზოგიერთმა რესპუბლიკელმა წევრმა ტრამპი დაადანაშაულეს აჯანყების გაღვივებაში და მოითხოვეს მისი იმპიჩმენტი.