კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის ახალმა ვაქცინამ 89,3-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
- მსოფლიო
- 29.01.2021
- 10:54
კორონავირუსის საწინააღმდეგო Novavax-ის ახალმა ვაქცინამ დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბურ ცდებში 89,3-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გავრცელდა.
ამავე დროს, სამხრეთ აფრიკაში, სადაც COVID-19-ის განსაკუთრებული შტამი გავრცელდა, ვაქცინამ გამოცდის მეორე ფაზაში 49,4-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ამასთან აღნიშნულია, რომ გამოცდის მონაწილეთა შორის, რომლებიც შიდსით ინფიცირებულნი არ არიან, ვაქცინის ეფექტიანობამ 60 პროცენტს მიაღწია.
Novavax-ის პრეპარატის გამოცდა მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.