png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ოთარ დენელიამ და ზაურ ფუტკარაძემ ახლადაშენებული ღვინის სახლი დაათვალიერეს

  • საზოგადოება
  • 24.01.2016
  • 11:32
ოთარ დენელიამ და ზაურ ფუტკარაძემ  ახლადაშენებული ღვინის სახლი დაათვალიერეს

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით,  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ღვინის სახლი გაიხსნება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა) იპ აგროსერვისცენტრის ბაზეზე აშენებული ღვინის სახლი  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა  ოთარ დანელიამ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ დაათვალიერეს.

,,ღვინის სახლი უახლოეს მომავალში გაიხსნება. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. აღსანიშნავია, რომ ღვინის სახლის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აგროსერვისცენტრის ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობაში გაშენებულ ვაზის უნიკალურ სახეობებს, რომლებიც წლების მანძილზე გავრცელებული იყო აჭარის რეგიონში“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

აგროსერვისცენტრის ბაზაზე გახსნილ ქართული ღვინის სახლში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ  გაეცნონ ღვინის წარმოების ტრადიციებს, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. ღვინის სახლში განთავსებულია ღვინოსა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხე.

რეგიონში აგრობიზნესის და აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,  ღვინის სახლში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე ფერმერული და საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოებული  ღვინისა და კვების პროდუქტების გამოფენებიც მოეწყობა. ღვინის სახლში განთავსებულ ტექნოლოგიურ საწარმოში ადგილობრივი ფერმერებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით,  ტრენინგების  ჩატარებაც იგეგმება.  

აჭარის აგროსერვისცენტრის ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც ექნება. აქვე განთავსდება  საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge