ლიეტუვამ ციხანოუსკაია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა
- მსოფლიო
- 31.01.2021
- 15:50
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ თავად ციხანოუსკაიამ დაწერა Twitter-ზე დაწერა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ მასთან ერთად ამ პრემიაზე ბელარუსი ხალხიც არის წარდგენილი.
"ეს არის ბელარუსისადმი სოლიდარობის ბრწყინვალე გამოხატულება და თავისუფლებისთვის ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლის აღიარება, რაც მთელი მსოფლიოსთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა", - დაწერა ციხანოუსკაიამ.