png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მიმართავს

  • პოლიტიკა
  • 01.02.2021
  • 22:17
საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას მიმართავს და გონივრული გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს.

„მინდა, დღეს ორივე მხარეს მოვუწოდო გონივრული გადაწყვეტილებებისკენ, რომელიც ქვეყნისათვის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი იქნება და არა ვიწრო ინტერესებზე გათვლილი:

- ოპოზიციას, რათა დაფიქრდეს, პატივის სცეს ამომრჩეველს და მათი მანდატით მიცემული დავალება შეასრულოს.

- უმრავლესობას, რათა არ მიეცეს ერთპარტიული მართვის ცდუნებას, არ მიიღოს მანდატების შეწყვეტის ნაადრევი გადაწყვეტილება და მისცეს დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

ეს არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი. მას ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ და გავუფრთხილდეთ“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ უკანასკნელი არჩევნებით, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი და დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება!

„დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი, მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება!“, - თქვა პრეზიდენტმა და აღნიშა, რომ ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია.

პრეზიდენტმა თქვა, რომ მისთვის პოლიტიკურად გაუგებარია, ოპოზიციის მხრიდან უარის თქმა ისეთ პოლიტიკურ ბერკეტებზე და რეალურ გავლენაზე, როგორციც დღეს მათ აქვთ. „მით უმეტეს, ახლადშექმნილი პარტიებისგან“, - თქვა მან.

მისივე თქმით, ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას.

„ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას. დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას.

უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს - ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა!“

მინდა გითხრათ, რომ ახლახან, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, სწორედ ასეთი მკაფიო გზავნილი მოვისმინე. არავის გამოუთქვამს აზრი, რომ საქართველოს სჭირდებოდეს ან ახალი არჩევნები, ან ქუჩის პროცესები, ან კიდევ გაუთავებელი დაპირისპირება და პოლარიზაცია. პირიქით, ჩვენგან ყველა ელოდება მეტ სტაბილურობას, მეტ თანმიმდევრულობას და ერთსულოვნებას მთავარი მიზნების მისაღწევად.

ამის მომტანი უნდა იყოს მრავალპარტიული პარლამენტი, სწორედ ისეთი, როგორიც ჩვენმა საზოგადოებამ აირჩია“, - თქვა პრეზიდენტმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge